სადამრიგებლო პროგრამა
დამრიგებლის მუშაობის მიზანი
როვნული სასწავლო
გეგმებისა და შეფასების ცენტრში სადამრიგებლო საათის განსახორციელებლად შეიქმნა
"სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის".
პროგრამის მიზანია, დაეხმაროს I - IV კლასების დამრიგებლებს საათის მაქსიმალურად
სასარგებლოდ დაგეგმვასა და განახორციელებაში. პროგრამა მოიცავს დაწყებითი სასკოლო
ასაკის მოსწავლეთა დახასიათებას, სადამრიგებლო საათის თემებს, სადამრიგებლო საათის
ნიმუშებს, სასარგებლო რესურსებს.
დამრიგებელი სასკოლო
ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ევალება საგნობრივ პედაგოგებთან ერთად
მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის
ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში,
მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება
აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების
ორგანიზებაში მონაწილეობა, ახალი ინიციატივით კი - სადამრიგებლო კლასთან საათის
ჩატარება.
დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე, მას ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ის მოსწავლის მრჩეველი და აღმზრდელია. განსაკუსადამრიგებლო საათის პროგრამა ემყარება შემდეგ პრინციპებს:
> აღზრდის
მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი
კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და
ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
> შემოქმედი, აქტიური
პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები
ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის
ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების
აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;
> მოსწავლეთა ჩართულობა
და მონაწილეობა - მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის
განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები,
ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა
უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი
ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების
უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
> თანამშრომლობის
პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს
თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა
მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;
> ბავშვის უფლებებისა
და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა
მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების
გაცნობიერებასა და დაცვაში.
No comments:
Post a Comment