მოსწავლეთათვის

Tuesday, October 1, 2019

მათემატიკის წრე

                                         განცხადება
კიცხის საჯარო სკოლის მე-2 კლასში გაიხსნა მათემატიკის წრე "სახალისო მათემატიკა"
ჩატარდება ყოველ სამშაბათს. ოთხი გაკვეთილის შემდეგ. დაეთმობა ერთი გაკვეთილი.
                            მასწავლებელი : ელენე ჟღენტი



წრის სამუშაო გეგმა
წრის დასახელება:  „ სახალისო მათემათიკა  “
სკოლა: სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო   
               სკოლა.
დამატებითი საგანმანათლებლო სააღმზრდელო  წრე  მეორე კლასის მოსწავლეებისათვის.
წრე იფუნქციონირებს   2019 -2020 სასწავლო წელს.
ხანგრძლივობა  I – II სემესტრი
კლასი:  მე -2 კლასი
საგანი:   მათემატიკა
მასწავლებელი :  ელენე ჟღენტი
წრის მიზანი:   მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება  და მოტივაციის ამაღლება. შესწავლილი მასალის, მათემატიკის უნარ-ჩვევების  განმტკიცება.

წრის დანიშნულება:  მათემათიკაში ცოდნის გაღრმავება და   საწყისი უნარ-ჩვევების განმტკიცება, მოტივაციის ამაღლება. წრის დახმარებით მოსწავლეები მიხვდებიან რომ მათემატიკა რთული სულაც არ არის , პირიქით ის საინტერესო და საჭიროა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
     აქტუალობა: მატემატიკის ცოდნა აუცილებელია ყოფა-ცხოვრებაში. რომელსაც საფუძველი დაწყებით საფეხურზე უნდა ჩაეყაროს. საწრეო მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები  შეძლებენ მათემატიკაში ცოდნის გაღრმავებას.
მნიშვნელობა:  ბავშვებს შეუყვარდეთ მათემატიკა   და არ დაკარგონ მათემატიკისადმი ინტერესი.
შეხვედრა გაიმართება კვირაში ერთხელ    სამშაბათს. გაკვეთილების შემდეგ.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა არის  40 წთ.
საწრეო მუშაობის პროგრამა:
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა.
პირველ კლასში ნასწავლის გამეორება.
საგნების დათვლა.
მერამდენეა? რომელია წინა? რომელი მომდევნო?
მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ  თუ ქვემოთ?
რიცხვები 20 -მდე.
თამაში: „მატარებლობანა“
თამაში:  „დაწყვილება“
1 დან 20 -მდ რიცხვების შეკრება - გამოკლება.
10- ის გავლით შეკრება - გამოკლება.
20 -მდე რიცხვების სხვადასხვა ხერით შეკრება - გამოკლება.
გეომეტრიული იგურები.
შევადაროთ და შევავსოთ მიმდევრობები.
მონაცემების შეგროვება.
პიქტოგრამა.
ამოცანები .
რიცხვები 100-მდე.
ათეულები
ათეულები და ერთეულები
თამაში: „რიცხვის ტაშები“
ათეულები და ოცეულები.
რიცხვები 20 დან 40-მდე
რიცხვები 40 -დან 60 მდე
თამაში: „რიცხვების ამოცნობა“
რიცხვები 60 -დან 100 მდე
თამაში  „რიცხვის დაკაკუნება“
რიცხვების შედარება
თამაში „რიცხვის დასახელება“
ამოცანებზე მუშაობა 
გეომეტრიული ფიგურები
რიცხვების შეკრება და გაამოკლებაა


რესურსი:  ბარათები, სახელმძღვანელო ,მანიპულატივები, ჩხირები, დაფა, ცარცი, პლკატები, მაგნიტური დაფა,სათვლელი მაგნიტური ნივთები,ფერადი ფანქრები, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, წებო, წრის რვეულები, ბუკი, პროექტორი და სხვა


No comments:

Post a Comment

მე- 2 კლასი. მცენარის აგებულება

ბუნების გაკვეთილი