მოსწავლეთათვის

Monday, October 1, 2018

სადამრიგებლო პროგრამა


                                                 სადამრიგებლო პროგრამა 


პირველკლასელის მოკლე დახასიათება

სკოლაში შესვლასთან ერთად მნიშვნელოვნად იცვლება ბავშვის ცხოვრება. მის უდარდელ ცხოვრებას საქმიანი, ვალდებულებებით აღსავსე დღეები ენაცვლება და ბავშვს ახალი სოციალური სტატუსი - მოსწავლის სტატუსი ენიჭება. ამიტომ მნიშვნელოვანია პირველკლასელის დახმარება ახალ საქმიან გარემოსთან შეგუებაში, ელემენტარული სასწავლო ჩვევების დაუფლებაში, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარის განვითარებაში.
პედაგოგებმა კარგად იციან, რომ პირველკლასელები მალე კარგავენპირველი სექტემბრისეიფორიას. გაკვეთილებზე მალე იღლებიან, უჩივიან სირთულესა და დაღლილობას. ერთი სული აქვთ, ზარი დაირეკოს, რათა დაუბრუნდნენთავისუფალითამაშის სიტუაციას. ამიტომ, სწავლის დაწყების პირველივე დღეებში საჭიროა მოსწავლეთა გამხნევება, დახმარება სასწავლო პროცესში წამოჭრილი სირთულეების გადალახვაში, ზრუნვა იმაზე, რომ სასწავლო პროცესი ნაკლებად დამღლელი აღმოჩნდეს. აუცილებელია გაკვეთილის პროცესში მარტივი ფიზიკური ვარჯიშების შესრულება.
პირველკლასელისთვის სწავლაში წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია და, ამიტომ, ისინი ძლიერ განიცდიან წარუმატებლობას. აუცილებელია მათთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მოსწავლე იგრძნობს საკუთარ მნიშვნელობასა და განუმეორებლობას.
მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ პირველკლასელი თვალსაჩინოდ მიწოდებულ მასალას უკეთ იმახსოვრებს. მას უჭირს ნებელობით ყურადღებისა და მეხსიერების მართვა. ამიტომ, საჭიროა სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება თამაშებითა და საინტერესო თვალსაჩინოებებით.
  პირველკლასელებს უჭირთ საკუთარი მოქმედებების კონტროლი. ამიტომ აუცილებელია მათში რეფლექსიის უნარის, საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაგებისა და თვითკონტროლის განვითარება.
პირველკლასელთა სასწავლო პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს თამაშის სიტუაციაში. ამიტომ სადამრიგებლო შეხვედრები I კლასში დიდაქტიკური ზღაპრების განხილვით, დიდაქტიკური თამაშების3 ფორმით უნდა მიმდინარეობდეს.

პირველკლასელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მასწავლებელია. მისი შექება და შენიშვნა მნიშვნილოვნად მოქმედებს მოსწავლეზე. ამიტომ, სასურველია, რომ დამრიგებელი საკლასო წესების გარდა შეეხოს წიგნების კითხვის მნიშვნელობას, ეტიკეტს.
მასწავლებელი მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და თბილი უნდა იყოს პირველკლასელთა მიმართ. ის ხომ სკოლაში პირდაპირ თბილი ოჯახური გარემოდან მოდის. ის კი, ვინც სკოლამდელი დაწესებულებიდან მოდის, ასევე განიცდის სკოლისგან განსხვავებულ გარემოსთან განშორებას. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ დღეებში თანატოლების, სასკოლო გარემოს გაცნობა, სკოლის მოთხოვნებთან უმტკივნეულო შეგუება.
მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
მიმართულების მიზანია ბავშვებში პიროვნული უნიკალობის გრძნობის ჩამოყალიბება, სხვა პიროვნებებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულების ფორმირება (მათი მიღება ისეთებად, როგორებიც არიან), საკუთარი პოზიციის გამოხატვის და სხვისი გავლენის გარეშე მისი დაცვისა და სხვისი ღირსების დაცვით ურთიერთობის დამყარების უნარის განვითარება.

თემები
შეხვედრების
რაოდენობა
შენიშვნა
1
საკლასო
საზოგადოების
ჩამოყალიბება
ერთმანეთის გაცნობა,
სკოლასთან შეგუება
რატომ დავდივართ
სკოლაში?
ურთიერთობის
განმტკიცება,
ერთმანეთის მიმართ
მზრუნველი
დამოკიდებულების
ჩამოყალიბება.
2 შეხვედრა
თემას
დამრიგებელი
მუდამ
უბრუნდება
მოსწავლეებთან
საუბრისას
2
თანამშრომლობის
მნიშვნელობა, ცნება
თანაკლასელი“.
2 შეხვედრა
თემას
დამრიგებელი
მუდამ
უბრუნდება
მოსწავლეებთან
საუბრისას
3
კლასში ქცევის წესების
შემუშავება. წესები
ჩვენი
მეგობრები არიან,
რომლებიც
გვეხმარებიან
სწავლასა და
ურთიერთობაში
(
უფროსებთან
მისალმების,
მიმართვის, „თქვენ
ფორმის
გამოყენების
საჭიროება, ხელის
აწევის კულტურა,
საკლასო ნივთების
მოვლის
აუცილებლობა;
საკუთარი და სხვისი
საკუთრების
გაფრთხილება).
1-2 შეხვედრა
4
მოსწავლის და
ზოგადად,
ადამიანების
დედის, მამის
სხვადასხვა
პროფესიის
წარმომადგენლების
უფლებები და
ვალდებულებები
პასუხისმგებლობის
გრძნობა.
1-2 შეხვედრა
5
სოციალურად
ღირებულ
ქცევებზე/ქცევის
წესებზე საუბარი
-
ეთიკა, ზრდილობა
საკლასო
გარემოში
(„
ჯადოსნური
სიტყვები”:
გმადლობთ,
ბოდიში, თუ
შეიძლება); ეთიკა,
ზრდილობა
სხვადასხვა
სიტუაციაში
(
ტრანსპორტი
დაბადების დღე).
2 შეხვედრა
თემას
დამრიგებელი
მუდამ
უბრუნდება
მოსწავლეებთან
საუბრისას
6
მორალური
ცნობიერების
განვითარება - სწორი
და არასწორი
საქციელის შეფასება;
არავის აქვს
დაჩაგვრის,
ძალადობის, დაცინვის
და გარიყვის
უფლება. მაგრამ
არსებობს ქცევები
რომლებიც
ხდება უნებლიედ,
შემთხვევით
განზრახვის
გარეშე. სხვადასხვა
საქციელის
გაცნობიერება.
2 შეხვედრა
7
ურთიერთობისას და სწავლის პროცესში
წამოჭრილი სირთულეები და მათი მოგვარების
გზები, კონფლიქტების აცილებისა და
მოგვარების უნარების განვითარების
აუცილებლობა.
2 შეხვედრა
თემაზე საუბარი
შესაძლებელია
ფსიქოლოგთან
ერთად.
8
ადამიანთა შორის
მსგავსება და
განსხვავება.
ემოციები (მაგ:
სიხარული, შიში,
გაბრაზება,
წყენა) და ადამიანური
თვისებები (მაგ.:
სიკეთე,
სიბეჯითე, სიმამაცე,
სიზარმაცე,
სიმორცხვე).
2 შეხვედრა
თემაზე საუბარი
შესაძლებელია
ფსიქოლოგთან
ერთად.
9
საკუთარ თავსა და
ძალებში დარწმუნება,
საქმის
კეთებისას
შრომისმოყვარეობისა
დამონდომების
მნიშვნელობა.
1 შეხვედრა
10
დროის ყადრი. საათის
დანიშნულება, დროის
მართვა.
2 შეხვედრა
თემას
დამრიგებელი
მუდამ
უბრუნდება
მოსწავლეებთან
საუბრისას

მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
მიმართულების მიზანი არის ბავშვებში გარემოს, პირადი ჰიგიენის დაცვის მოთხოვნილების განვითარება. სწორი კვების, დღის რეჟიმის დაცვის, სპორტის მნიშვნელობის გა- თვითცნობიერება, იმ აზრის დამკვიდრება, რომ გარემოს დაცვა, აქტიურობა, ჯანმრთელობა საკუთარი თავისადმი პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

თემები
შეხვედრების
რაოდენობა
შენიშვნა
1
ბუნების
მოფრთხილების
აუცილებლობა
(
ხეების მოვლა,
ქუჩაში
სისუფთავის დაცვა)
ბუნებისდაცვითი
ღონისძიებები;
ბუნების
მოვლენები,
მათი მნიშვნელობა,
ცხოველების,
ფრინველების
ცხოვრების ნირი და
შეგუება
გარემოსთან,
ურთიერთობა
შინაურ
ცხოველებთან.
1 შეხვედრა
თემას მოსწავლეები
ბუნებისმეტყველების
გაკვეთილზე გადიან
.
ამიტომ, შესაძლოა
მსგავს
საკითხებზე საუბარი
საგნის პედაგოგთან
ერთად. ასევე
შესაძლებელია
დაიგეგმოს რაიმე
ღონისძიება
-
ვიქტორინა,ზეიმი
ან სოციალური
პროექტი და მის
ფარგლებში
მოსწავლეებმა
მონაწილეობა
მიიღონ სკოლის
ეზოში ხეების ან
ყვავილების დარგვის
პროცესში.
2
საკუთარი სხეულის
როგორც
უნიკალურის აღქმა,
მისი
გაფრთხილების
აუცილებლობის
გაცნობიერება
1 შეხვედრა
3
პირადი ჰიგიენა,
თავის მოვლის
ჩვევები; ჯანსაღი
კვება და
სასარგებლო
პროდუქტები;
სპორტული
აქტივობის
მნიშვნელობა.
1 შეხვედრა
4
ავადმყოფობის
გავრცელების
წყაროები.
1 შეხვედრა
თემას დამრიგებელი
მუდამ უბრუნდება
მოსწავლეებთან
საუბრისას.
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
მიმართულების მიზანი არის მოსწავლეებში საკუთარი ქვეყნისადმი პოზიტიური დამოკიდებულების, სამშობლოს სიყვარულის გრძნობის განვითარება. ინფორმაციის მიწოდება ისტორიული მოვლენების, ცნობილი პიროვნებების შესახებ; საკუთარი თავის, ეზოს, ქუჩის, ქალაქის, სოფლისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
თემები
შეხვედრების
რაოდენობა
შენიშვნა
1
სახლის
მისამართის,
ოჯახის წევრების
ტელეფონის
ნომრების ცოდნა,
სკოლის
შენობაში
ორიენტირება,
უცნობ
ადამიანებთან
ფრთხილად ყოფნა,
პირადი
უსაფრთხოების
დაცვა (ცოდნა
იმისა, რომ არ
შეიძლება
დაუკითხავად
მედიკამენტების
აღება, ასანთით
თამაში,
დაუკითხავად
გასვლა ეზოდან).
2 შეხვედრა
თემას მოსწავლეები
ბუნებისმეტყველების
გაკვეთილზე გადიან.
ამიტომ, შესაძლოა
მსგავს
საკითხებზე საუბარი
საგნის პედაგოგთან
ერთად. ასევე
შესაძლებელია
დაიგეგმოს რაიმე
ღონისძიება -
ვიქტორინა,ზეიმი ან
სოციალური
პროექტი და მის
ფარგლებში
მოსწავლეებმა
მონაწილეობა
მიიღონ სკოლის
ეზოში ხეების ან
ყვავილების დარგვის
პროცესში.
2
ქუჩაში მოძრაობის
წესები, სხვადასხვა
საგზაო ნიშნების
მნიშვნელობა
შუქნიშნის
ფერები.
1 შეხვედრა
3
ქალაქის თუ
სოფლის
ისტორიული და
კულტურული
მნიშვნელობი
მქონე
ადგილები
(
ძეგლები).
2 შეხვედრა
თემას მოსწავლე
სხვადასხვა საგნის
გაკვეთილებზეც
ეხება. ამიტომ,
მსგავს საკითხებზე
საუბარი
შესაძლებელია
საგნის პედაგოგთან
ერთად ექსკურსიის
დროს.
4
დღესასწაულების
აღნიშვნის
ტრადიციები.
2 შეხვედრა
თემაზე საუბარი
სასურველია
კონკრეტული
დღესასწაულის წინ
ან ზეიმისთვის
მზადებისას.

მიმართულება
თვალსაწიერის გაფართოება
მიმართულების მიზანი არის მოსწავლეებში ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევებისადმი ინტერესის გაღვივება.
თემები
შეხვედრების
რაოდენობა
შენიშვნა
1
წიგნიერების
მნიშვნელობა,
საყვარელი
ზღაპრები და
პერსონაჟები,
მითები და
წაკითხული
მოთხრობები.
1-2 შეხვედრა
აღნიშნულ
საკითხებს
მოსწავლე
სხვადასხვა
საგნის
გაკვეთილებზეც
ეხება. ამიტომ,
მსგავს
საკითხებზე
საუბარი
შესაძლებელია
საგნის
პედაგოგთან
ერთად. ასევე
შეიძლება
დაიგეგმოს
რაიმე ღონისძიება
-
ვიქტორინა ან
ზეიმი.
2
ხელოვნების
სხვადასხვა დარგი:
მხატვრობა,
თეატრი;
საყვარელი
ფილმები და
მულტფილმები,
მუსიკა.
1-2 შეხვედრა
აღნიშნულ
საკითხებს
მოსწავლე
კონკრეტულ
გაკვეთილებზეც
ეხება. ამიტომ,
შესაძლებელია
მსგავს საკითხებზე
საუბარი საგნის
პედაგოგთან
ერთად. ასევე
შეიძლება
დაიგეგმოს რაიმე
ღონისძიება -
ვიქტორინა ან
ზეიმი. საუბარი
შესაძლებელია
გასვლითი
ღონისძიების,
ექსკურსიის
დროსაც.
3
ტექნიკური
საშუალებების
და
საყოფაცხოვრებო
ნივთების
დანიშნულება,
მათი სარგებელი ან
საფრთხე,
გამოყენებისას
უსაფრთხოების
წესების
დაცვის
აუცილებლობა.
1-2 შეხვედრა
           
                             გამოყენებული ლეტარეტურა:
 სადამრიგებლო პროგრამა I-IV კლასის მოსწავლეებისთვის (დამრიგებლის წიგნი)

No comments:

Post a Comment

მე- 2 კლასი. მცენარის აგებულება

ბუნების გაკვეთილი