მოსწავლეთათვის

Monday, July 10, 2017

მე-9 დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო -  "ტყე და მისი მნიშვნელობა"

მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები,რადგან ისინი მოიძიებენ,იკვლევენ,მსჯელობენ,სწავლობენ პრობლემის გადაჭრის გზებს.მართული სწავლის პროცესში მოსწავლეები ხდებიან დამოუკიდებელი მსწავლელები.ამ ყველაფერში მასწავლებელს აქვს ფასილიტატორის როლი.მოსწავლეები თვითონ აკეთებენ  ცოდნის რეგულაციას.აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიებს.უვითარდებათ თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარები.

Saturday, July 8, 2017

მე - 8 დღე


  მოდულის მსვლელობისას გადავხედეთ საკვანძო შეკითხვებს, განვიხილეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს,შევჯერდით, როგორ უნდა გაგვეწერა ეს შეკითხვები,პროექტის რომელ ეტაპზე იყო საჭირო ამ შეკითხვების დასმა.ვიუვერში გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს.რა ფასილიტასიის ნიმუსები უნდა შექმნას პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.შევქმენი ჩემი პროექტისთვის ფასილიტაციის ნიმუში,რომელიც მეხმარება პროდუქტიულობის გაზრდაში და პროექტის მსვლელობაში.პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანეთ ცვლილებები.

Friday, July 7, 2017

მე - 7 დღე


  მოცემული მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა დამოუკიდებელი სწავლებისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.  
      ელექტრონული წიგნის   "ვიუვერის" საშუალებით  გავეცანით როგორ ჩავრთო
სამივე ტიპის  განსაკუთრებული საჭიროების მქონე, ნიჭიერი და  არაქართულენოვანი მოსწავლეები პროექტში.
       მოსწავლეების თვითრეგულაციისა და დამოუკიდებელი სწავლებისათვის
გავეცანი მოსწავლის მხარდაჭერისათვის ვიუვერში მოცემულ ნიმუშებს და მოვახდინე ადაპტირება ჩემი პროექტის შესაბამისად.

Saturday, July 1, 2017

მე-6 დღე


   მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.მკაფიოდ ცამოყალიბებული რუბრიკით მასწავლებლებმა ერთმანეთს შევუფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ასევე მოსწავლეებს პროექტის განხორციელების დროს რუბრიკებს გამოვაყენებინებ იმისატვის რომ შევაფასებინო ერთმანეთის ნაშრომები.ჩვენ გავეცანით ვიუვერში წელიწადის დროებზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის რუბრიკას.მოვახდინე ადაპტირება და მოვარგე და შევქმენი ჩემი პროექტის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩემეული რუბრიკა.მოსწავლეებს მივაწოდებ რუბრიკას,რათა პრეზენტაცია
გააკეთონ ამ რუბრიკის მიხედვით.
 

მე- 2 კლასი. მცენარის აგებულება

ბუნების გაკვეთილი